Accessibility links

logo-print

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში სამთავრობო ძალებმა


პაკისტანის ქალაქ ფეშავარში სამთავრობო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს თალიბების ბაზას.

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში სამთავრობო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს თალიბების ბაზას.
ოპერაცია მეამბოხეების წინააღმდეგ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში პირველი მასშტაბური სამხედრო მოქმედებებია, რომელსაც ახალი მთავრობა ახორციელებს. პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გზით სურდა ვითარების განმუხტვა ავღანეთის სასაზღვრო რაიონში, მაგრამ მას მერე, რაც საფრთხე შეექმნა ფეშავარს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ძალის გამოყენების შესახებ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ დღეს ფეშავარში განაცხადა: "მზად ვართ, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ მათთან, ვინც თანახმაა, იარაღი დაყაროს. ჩვენ სამშვიდობო გარიგებას ვუჭერს მხარს იმათთან, ვისაც უსაფრთხოება სურს რეგიონში. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ამ ადამიანებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს. იარაღს იმათ წინააღმდეგ გამოვიყენებთ, ვინც უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის."
XS
SM
MD
LG