Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ ღრმა შეშფოთება


გაეროს უშიშროების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ზიმბაბვეს გადაწყვეტილების გამო,

გაეროს უშიშროების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ზიმბაბვეს გადაწყვეტილების გამო,
პარასკევს ჩაეტარებინა საპრეზიდენტო არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის პირობები. განცხადებას საბჭოს თხუთმეტივე წევრმა დაუჭირა მხარი. მაგრამ საბჭოში ვერ მოხერხდა არჩევნების უკანონოდ გამოცხადება, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა სამხრეთ აფრიკამ. ფაქტობრივად, ნათელია, რომ პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გაიმარჯვებს არჩევნებში მას მერე, რაც მისმა ოპონენტმა, მორგან ცვანგირაიმ, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა, მისი მომხრეების მიმართ ძალადობის გამო ბოიკოტის ნიშნად მოხსნა თავისი კანდიდატურა. დღეს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სანქციებს შემოიღებს ზიმბაბვეს მიმართ.
XS
SM
MD
LG