Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.
ვიზიტი ქვეყნის მიწისძვრით დაზარალებული სამხრეთ-დასავლეთის პროვინციის მონახულებასაც ითვალისწინებს. რაისი სიჩუანის პროვინციის დედაქალაქ ჩენგდუში ჩავიდა. ამ პროვინციაში 12 მაისის მიწისძვრამ თითქმის 70, 000 ადამიანი იმსხვერპლა. კონდოლიზა რაისმა დადებითად შეაფასა ჩინეთში გაწეული სარეაბილიტაციო სამუშაოები, და ქვეყნის ღიაობა საერთაშორისო დახმარების მიმართ. დღეს მოგვიანებით რაისი პეკინში ჩავა და ჩინეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება. ორშაბათს ის მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსთან და პრემიერ მინისტრ ვენ ძიაბაოსთან.
XS
SM
MD
LG