Accessibility links

logo-print

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ყაზახეთს


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ყაზახეთს მოუწოდა,

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ყაზახეთს მოუწოდა,
ეუთოს მორიგე პრეზიდენტის სტატუსი ქვეყანაში ”დემოკრატიის გასაძლიერებლად” გამოიყენოს. გორან ლენმარკერი ამ განცხადებით ასტანაში, ეუთოს მეჩვიდმეტე საპარლამენტო სესიის გახნაზე გამოვიდა. ეუთოს ყაზახეთში ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ უღიარებია დემოკრატიულად. ყაზახეთმა, რომელსაც ეუთოს ხელმძღვანელობა 2010 წლისთვის ერგო, დემოკრატიული რეფორმების გატარების პირობა დადო - თუმცა ჯერჯერობით ეს პირობა არ შეუსრულებია. ასტანაში მიმდინარე სესია პირველია, რომელსაც ეუთოს საპალამენტო ასამბლეა შუა აზიაში ატარებს.

დღესვე, გორან ლენმარკერი სხდომის გახსნისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი განცხადებით გამოვიდა და თქვა, რომ ამ მთლიანობას არავინ უნდა შეეხოს.
XS
SM
MD
LG