Accessibility links

ზიმბაბვეში რობერტ მუგაბეს ინაუგურაცია შედგა.


ზიმბაბვეში რობერტ მუგაბეს ინაუგურაცია შედგა.

ზიმბაბვეში რობერტ მუგაბეს ინაუგურაცია შედგა.
მუგაბე, რომელიც ქვეყანას თითქმის სამი ათეული წელია მართავს, კიდევ ხუთი წლით შეუდგა ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას. ოფიციალური შედეგების თანახმად, პარასკევს გამართულ არჩევნების მეორე ტურში - რომელშიც მხოლოდ მუგაბე იყრიდა კენჭს - მან ხმების 85.51 მიიღო. მარტში გამართულ პირველ რაუნდში კი მუგაბემ ხმების 43.2 მოიპოვა. ოპოზიციის ლიდერმა, მორგან ცვანგირაიმ, ინაუგურაციას ”აზრს მოკლებული” უწოდა, ვინაიდან კენჭისყრა არალეგიტიმური იყო. ცვანგირაიმ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, და ამის მიზეზად მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა დაასახელა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, მსოფლიოს ძალებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ზიმბაბვეს წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას, მუგაბეს მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო.
XS
SM
MD
LG