Accessibility links

logo-print

ჩინეთის, და დევნილობაში მყოფი ტიბეტის


ჩინეთის, და დევნილობაში მყოფი ტიბეტის სულიერი ლიდერის, დალაი ლამას წარმომადგენლები

ჩინეთის, და დევნილობაში მყოფი ტიბეტის სულიერი ლიდერის, დალაი ლამას წარმომადგენლები
მოლაპარაკებებს ივლისის დასაწყისში განაახლებენ. მოლაპარაკების მეორე რაუნდის შესახებ განცხადება ჩინეთის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო სინხუამ გაავრცელა, მაგრამ შეხვედრის ადგილი და თარიღი არ დაუკონკრეტებია. ჩინეთის ოფიციალური პირები დალაი ლამას წარმომადგენლებს პირველად 4 მაისს შეხვდნენ. შეხვედრები მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩინეთი მწვავედ გააკრიტიკა მარტში ტიბეტში გამართული საპროტესტო აქციების ჩახშობის გამო. სინხუას მიერ გავრცელებული ეს ცნობა დაემთხვა ჩინეთში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ვიზიტს. როგორც მოელიან, ჩინეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას რაისი ადამიანის უფლებების საკითხს წამოჭრის.
XS
SM
MD
LG