Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური თბილისი გადაჭრით უარყოფს აფხაზეთის


ოფიციალური თბილისი გადაჭრით უარყოფს აფხაზეთის თვითგამოცხადებული

ოფიციალური თბილისი გადაჭრით უარყოფს აფხაზეთის თვითგამოცხადებული
რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის ბრალდებებს, რომელმაც გაგრაში დღეს დილით მომხდარ ორი აფეთქებაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, კახა ლომაიამ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა, რომ აფეთქებები სეპარატისტულ რესპუბლიკაში შიდა გარჩევებს უკავშირდება: [ლომაიას ხმა]: ”ეს ფაქტი არის კიდევ ერთი ნათელი მინიშნება იმისა, რომ აფხაზეთის რეგიონი - ისევე როგორც ცხინვალის რეგიონი - წარმოადგენენ კანონისაგან, და კანონიერებისაგან თავისუფალ ზონას; ზონას, სადაც თავისუფლად ბრუნავს უკანონო, ჩრდილოვანი კაპიტალი, და შესაბამისად უკანონო, ჩრდილოვანი ბიზნესი. და როგორც სჩანს, ეს აფეთქებები არის გამოხატულება სფეროების გადანაწილებისათვის ბრძოლისა, რომელიც ბიზნესკლანებსა და მათ პოლიტიკურ მფარველებს შორის მიმდინარეობს შიგნით, სეპარატისტულ ხელისუფლებაში.” გაგრაში ორი აფეთქება დღეს დილით მოხდა. რადიო ”თავისუფლების” რუსული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, დაშავებულია ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ექვსივე დაშავებული ადგილობრივი მაცხოვრებელია. ხუთი მათგანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა ერთის სოჭის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
XS
SM
MD
LG