Accessibility links

logo-print

სანავთობო კომპანიის “იუკოსის” ყოფილ ხელმძღვანელთან


სანავთობო კომპანიის “იუკოსის” ყოფილ ხელმძღვანელთან,

სანავთობო კომპანიის “იუკოსის” ყოფილ ხელმძღვანელთან,
მიხაილ ხოდორკოვსკისთან ერთად ადრე საკანში მყოფმა პირმა აღიარა, რომ იცრუა, რათა ხოდორკოვსკის არ მისცემოდა სასჯელის ვადის გასვლამდე განთავისუფლების საშუალება.
მანქანის ქურდმა იგორ გნეზდილოვმა ჟურნალ “ვლასტს” უთხრა, რომ ციხის ხელმძღვანელობა მას დაემუქრა, რომ არ გაუშვებდა ვადაზე ადრე, თუ ცილს არ დასწამებდა ხოდორკოვსკის, რომ ის შინა განაწესს არღვევდა. გნეზდილოვი, მას მერე, რაც მან წერილობით დააბეზღა ხოდორკოვსკი, სამ თვეში გაათავისუფლეს.
დღეს რუსეთის პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ხოდორკოვსკის მიმართ ახალი ბრალდებები გაჩნდა. ხოდორკოვსკის 8 წლით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.
XS
SM
MD
LG