Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში აფრიკის კავშირის სამიტზე მთავარი


ეგვიპტეში აფრიკის კავშირის სამიტზე მთავარი თემა

ეგვიპტეში აფრიკის კავშირის სამიტზე მთავარი თემა
მოზამბიკის არჩევნები და მისი შედეგები იყო. სამიტს მოზამბიკის პრეზიდენტი, სადაო არჩევნებში გამარჯვებულად მიჩნეული რობერტ მუგაბე ესწრება. მან ორი დღის წინ დადო ფიცი, როგორც ახალმა პრეზიდენტმა. ის ფაქტობრივად ერთადერთი კანდიდატი იყო. ოპოზიციის ლიდერმა მორგან ცვანგირაიმ არ მიიღო მონაწილეობა პარასკევის კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად, რადგან მისი მომხრეების მიმართ ძალადობას მიმართავდნენ.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ აშა-როზე მიგირომ თქვა, რომ სამიტი აფრიკის ლიდერებისთვის “სიმართლისთვის შანსს” წარმოადგენს.
სამიტის რეზოლუციის პროექტი არ აკრიტიკებს არჩევნების მსვლელობას, არც მუგაბეს, მაგრამ დაგმობს ძალადობას და შეიცავს მოწოდებას დიალოგისკენ.
XS
SM
MD
LG