Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა


რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა,

რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა,
რომ ბიზნესმენებს მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევს ახალი ბრალდებები წაუყენეს. გამოძიება მათ ადანაშაულებს 350 მილიონი ტონა ნავთობის მითვისებაში, აგრეთვე, ხუთას მილიარდამდე რუბლისა და შვიდნახევარი მილიარდი დოლარის "გათეთრებაში". ამის შესახებ იუწყება საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმირ მარკინი. მაგრამ ხოდორკოვსკის ვექილის, იური შმიდტის განცხადებით, საქმე გვაქვს ახალი ფორმულირებით წარმოდგენილ იმავე ბრალდებებთან, რომლებიც ხოდორკოვსკისა და ლებედევს 2006 წლის მიწურულს წაუყენეს. ამჟამად, ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი ხოდორკოვსკი და ჯგუფ "მენატეპის" თანამფლობელი ლებედევი რვაწლიან სასჯელს იხდიან.
XS
SM
MD
LG