Accessibility links

logo-print

რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო


რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით,

რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით,
ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელი დასავლეთ ევროპაში იმალება. ალექსანდრ ბასტრიკინის თქმით, ცნობილია ქვეყანაც, რომელსაც მკვლელი აფარებს თავს; თუმცა, ამ ქვეყნის დასახელებისგან საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ თავი შეიკავა. ივნისის შუა რიცხვებში კომიტეტმა გამოაცხადა, რომ დაასრულა ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიება. ბრალდება წაუყენეს სერგეი ხაჯიყურბანოვს და ძმებს - იბრაჰიმ და ჯაბრაილ მაჰმუდოვებს. ისინი დაპატიმრებული არიან. რუსტამ მაჰმუდოვზე, რომელიც მკვლელობის უშუალო შემსრულებლად ითვლება, გამოცხადებულია ძებნა. მის წინააღმდეგ ცალკეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის ოქტომბერში, მოსკოვში მოკლეს.
XS
SM
MD
LG