Accessibility links

logo-print

ირანი აცხადებს, რომ "პატივს სცემს"


ირანი აცხადებს, რომ "პატივს სცემს" ზიმბაბვეში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

ირანი აცხადებს, რომ "პატივს სცემს" ზიმბაბვეში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

აფრიკის ამ ქვეყანაში პარასკევს გამართულ უალტერნატივო კენჭისყრაში სახელმწიფოს მეთაურად მორიგი ხუთწლიანი ვადით აირჩიეს რობერტ მუგაბე. ბოლო წლებში ირანის ხელისუფლება ინტენსიურად ურთიერთობდა ზიმბაბვესთან. 2006 წელს მუგაბე ოფიციალური ვიზიტით ეწვია თეირანს. დასავლეთში ზიმბაბვეში გამართული არჩევნები ფარსად შეაფასეს. დღეს კი, ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა:"აფრიკისა და მსოფლიოს ლიდერებთან ერთად დიდი დრო და ენერგია დავახარჯე იმ ნაბიჯების განხილვას, რომელთა გადადგმა შეუძლია გაეროს ზიმბაბვეს ხალხის დასახმარებლად. ამ ქვეყანაში შექმნილი ვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ხალხისა და მთავრობისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც. ხოლო დემოკრატიის რწმენის შენარჩუნება აფრიკის მთელი კონტინენტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია."
XS
SM
MD
LG