Accessibility links

logo-print

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო


ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა
მინისტრი ალექსანდერ სტაბი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ბოლოდროინდელი ინციდენტების გამო, რის შედეგადაც დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.
,,ეს ინციდენტები და ინფორმაცია საპასუხო სროლების შესახებ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სამწუხარო ნიშანია მხარეებს შორის დაძაბულობის ზრდისა”, - აღნიშნულია სტაბის განცხადებაში, რომელიც ეუთომ დღეს გაავრცელა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა ეუთოს მზადყოფნა ხელი შეწყოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას კონფლიქტურ რეგიონებში.


ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტერი დევისმა, ცხინვალში და მახლობელ სოფლებში სროლის და მსხვერპლის თაობაზე ძლიერი შეშფოთება გამოხატა. მიუხედვად იმისა, რომ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა და ვინაა პასუხიმგებელი, ვიცით, რომ დაიხოცნენ და დაშავდნენ ადამიანები, და რომ ვიღაც დენთის კასრზე ზის და ცეცხლს ეთამაშება. ყველამ, საქართველოს ამ ნაწილში, თბილისსა და მოსკოვში, ვისაც აქვს გავლენა ვითარებაზე, ყველაფერი უნდა გააკეთოს მომავალი ესკალაციის შესაჩერებლად, სამხრეთ კავკასიაში ადამიანებმა აღარ უნდა იხილონ კიდევ ერთი ომი, ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტერი დევისის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG