Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში მომხდარი აფეთქების გამო, განცხადება


გალში მომხდარი აფეთქების გამო, განცხადება გაავრცელა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.

გალში მომხდარი აფეთქების გამო, განცხადება გაავრცელა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.
ტერი დევისი აღნიშნავს, რომ აფეთქება, რომელმაც 4 ადამიანი იმსხვერპლა, როგორც ჩანს, ტერორისტული აქტი იყო. დევისი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რეგიონში ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს და უკონტროლო სიტუაცია შეიქმნას. ,,ნებისმიერი მხარე, რომელმაც პროვოკაცია დაუშვა და მის აღსაკვეთად ყველა ზომას არ მიმართა, ამგვარი მოქმედებისთვის სრული პასუხისმგებელია” - ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში. ტერი დევისი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ თავშეკავებითა და დიალოგით არის შესაძლებელი
XS
SM
MD
LG