Accessibility links

logo-print

რუსეთი თბილისს ადანაშაულებს საქართველოს კონფლიქტურ


რუსეთი თბილისს ადანაშაულებს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში ვითარების გამწვავების გამო.

რუსეთი თბილისს ადანაშაულებს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში ვითარების გამწვავების გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობა შეგნებულად დაძაბა, რაც მიზნად ისახავს არსებული სამშვიდობო ფორმატების შეცვლას. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ თბილისის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში და შესაძლოა, რეგიონში ახალი შეიარაღებული კონფლიქტი წარმოშვას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსკოვი მზადაა განაგრძოს მოქმედება, შექმნილი ვითარების პოლიტიკური გზით, არსებული სამშვიდობო ფორმატების ფარგლებში მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG