Accessibility links

logo-print

საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის


საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე

საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე
გუშინ საღამოს ოთხმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია. ამის შესახებ საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის მოადგილე ზურაბ ფოჩხუამ განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ფოჩხუას თქმით, გუშინ, 20:11 საათზე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმიდან ორი სამხედრო თვითმფრინავი შეფრინდა როკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 10 წუთის შემდეგ კი მათ კიდევ ორი თვითმფრინავი მოჰყვა. მისივე განცხადებით, თვითმფრინავებმა ქალაქ ცხინვალის ჩრდილოეთით წრიული ხასიათის ფრენები განახორციელეს და 40 წუთის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია.
XS
SM
MD
LG