Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის


საქართველოში დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი.

საქართველოში დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი.
კონდოლიზა რაისისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხვალინდელი შეხვედრის მთავარი თემები კონფლიქტების მოგვარება, რუსეთთან ურთიერთობა და ნატოში საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია იქნება. დღეს კონდოლიზა რაისი ბულგარეთში ვიზიტისას გამართულ ბრიფინგზეც შეეხო ვითარებას საქართველოში. [რაისის ხმა] “რუსეთის ფედერაციამ ბოლოხანს გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რომლებიც მართლაც არ უწყობს ხელს გაყინული კონფლიქტის მოგვარებას საქართველოსა და აფხაზეთს შორის. მაგრამ მე მეგობრის სანახავად მივდივარ და ვფიქრობ, დიდი ახსნა-განმარტება არ არის საჭირო შეერთებული შტატების ვიზიტზე თავის მეგობართან".
XS
SM
MD
LG