Accessibility links

ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერმა ალექსანდრ მილინკევიჩმა


ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერმა ალექსანდრ მილინკევიჩმა

ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერმა ალექსანდრ მილინკევიჩმა
ოფიციალურ პირებს დააკისრა პასუხისმგებლობა აფეთქებისთვის, რომელიც პარასკევს მინსკში ღია ცის ქვეშ კონცერტზე მოეწყო. აფეთქების შედეგად ათობით ახალგაზრდა დაიჭრა. მანამდე ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიამ უშიშროების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ოთხი პირი დაკავეს მინსკში მოწყობილ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. კონცერტზე, რომლის დროსაც აფეთქება მოეწყო, ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკაც იყო მსული. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ოთხივე დაკავებული - ნაციონალისტური ახალგაზრდული ჯგუფის წევრია.
XS
SM
MD
LG