Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობაში ქართველ სამართალდამცავებზე თავდასხმის


კოდორის ხეობაში ქართველ სამართალდამცავებზე თავდასხმის შედეგად დაიჭრა 3 პოლიციელი,

კოდორის ხეობაში ქართველ სამართალდამცავებზე თავდასხმის შედეგად დაიჭრა 3 პოლიციელი,
რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, დაიღუპა 4 თავდამსხმელი. აფხაზურმა მხარემ დაადასტურა შეტაკების ფაქტი, მაგრამ განაცხადა, რომ მისი 2 სამხედრო დაიჭრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმა მოეწყო მაშინ, როცა ქართველი პოლიციელები ხეობაში ამოწმებდნენ ადგილს, სადაც ვითარების გასაცნობად გაეროს ინსპექტორები უნდა ჩასულიყვნენ. კოდორის ხეობაში მოწყობილ თავდასხმას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ეკა ტყეშელაშვილმა საგანგაშო უწოდა და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. [ეკა ტყეშელაშვილი] ”რუსეთის სახელმწიფო ძალიან მიზანმიმართულად ახდენს პროვოკაციების გზით მდგომარეობის ესკალირებას საიმისოდ, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყურადღების გადატანა რეალური პრობლემებიდან რუსეთის სახელმწიფოს მიერ ინსცენირებულ, პროვოკაციულ პრობლემებზე.”
XS
SM
MD
LG