Accessibility links

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე, ფინეთის


ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე, ფინეთის ელჩი ანტტი ტურუნენი

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე, ფინეთის ელჩი ანტტი ტურუნენი
ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტებში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ განაახლონ დიალოგი დაძაბულობის განსამუხტად. ეუთოს ოფიციალურ განცხადებაში ტურუნენი, რომელიც ხელმძღვანელობდა ეუთოს წევრი 21 ქვეყნის დელეგაციის 3-დღიან ვიზიტს საქართველოში, აღნიშნავს, რომ ეუთო შეშფოთებულია დაძაბულობის გამწვავებით და მხარეებს მოუწოდებს დიალოგის დაუყოვნებლივ განახლების, აგრეთვე “არაკონსტრუქციულ ქმედებებსა და განცხადებებისაგან თავის შეკავებისაკენ”. საქართველოში ეუთოს დელეგაციის ვიზიტი დღეს დასრულდა.
XS
SM
MD
LG