Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა საქართველოში ვიზიტისას

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა საქართველოში ვიზიტისას
განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში კონფლიქტების მოგვარების ნაწილი უნდა გახდეს. ეს განცხადება მან მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა თბილისში. ოთხშაბათს რუსეთმა და საქართველომ ერთმანეთს ბრალი დასდეს ცხინვალის რეგიონში სამხედრო თვითმფრინავებით ფრენაში, რაც არღვევს სამშვიდობო შეთანხმებას. მანამდე ამ კვირაში აფხაზმა სეპარატისტებმა საქართველოს ბრალი დასდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე აფეთქების მოწყობაში, რასაც თბილისი უარყოფს.

XS
SM
MD
LG