Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა მიიღო მიმართვა რუსეთის


საქართველოს პარლამენტმა მიიღო მიმართვა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის,

საქართველოს პარლამენტმა მიიღო მიმართვა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის,
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებისადმი. მიმართვაში აღნიშნულია, რომ 10 ივლისს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხი სამხედრო თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევით განხორციელებული სამხედრო აგრესიის აქტი. ,,აგრესიის ფაქტის უპრეცედენტო აღიარებით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახოს, რომ მას შესწევს ძალა, საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფით, თავისი შეხედულებისამებრ, დაუფარავად განახორციელოს სამხედრო ქმედებები და შექმნას მთელს რეგიონში ფეთქებადსაშიში ვითარება”, - ნათქვამია განცხადებაში. ამსთან, საქართველოს პარლამენტი ადასტურებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს და მხარი დაუჭიროს საქართველოს სამშვიდობო ონიციატივას.
XS
SM
MD
LG