Accessibility links

რუსეთის საგარეო საქმე მინისტრის განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმე მინისტრის განცხადებით, ირანში რაკეტების გამოცდა ცხადჰყოფს,

რუსეთის საგარეო საქმე მინისტრის განცხადებით, ირანში რაკეტების გამოცდა ცხადჰყოფს,
რომ ირანს შეზღუდულ რადიუსში მოქმედი რაკეტები აქვს, რის გამოც ანტისარაკეტო სისტემა, რომლის განთავსებასაც აშშ ევროპაში აპირებს, საჭირო არ არის. სერგეი ლავროვის ეს განცხადება მოჰყვა გუშინ და გუშინწინ ირანში რაკეტების გამოცდას. [ლავროვის ხმა] “გამოცდებმა, რომლებიც ირანში ჩატარდა, მხოლოდ დაადასტურა, რომ ირანს ამჟამად აქვს 2000 კილომეტრის რადიუსში მოქმედი რაკეტები. ეს ადასტურებს იმას, რაც ადრეც გვქონდა ნათქვამი, რომ ევროპაში შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცის სისტემის განთავსება (თავისი პარამეტრებით) საჭირო არ არის ამ რადიუსში მოქმედი რაკეტების მონიტორინგისა და მათზე რეაგირებისათვის.” აშშ, რომლის გეგმასაც სერგეი ლავროვი შეეხო, აცხადებს, რომ ანტისარაკეტო ფარი საჭიროა არამეგობრული სახელმწიფოების, მათ შორის ირანისაგან პოტენციური იერიშების მოსაგერიებლად.
XS
SM
MD
LG