Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს დონორთა კონფერენციაზე ბრიუსელში 1,2


კოსოვოს დონორთა კონფერენციაზე ბრიუსელში 1,2 მლრდ ევროს დახმარებას დაჰპირდნენ კოსოვოს,

კოსოვოს დონორთა კონფერენციაზე ბრიუსელში 1,2 მლრდ ევროს დახმარებას დაჰპირდნენ კოსოვოს,
ეკონომიკის აღორძინების ხელშესაწყობად. კონფერენციის ამ შედეგს "დიდი წარმატება" უწოდა ევროკომისიის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიერ მირელმა. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლი რენმა კი კოსოვოს ხელისუფლებას მოუწოდა კორუფციის წინააღმდეგ ძალისხმევისაკენ და ფულის გონივრულად გამოყენებისაკენ.
[ოლი რენის ხმა] “კოსოვოს ფინანსურად დასახმარებლად, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძოდ, ევროკავშირის მიერ დაპირებული თანხები გამოყენებულ უნდა იქნეს კოსოვოს მთელი ხალხის სასარგებლოდ, მოსახლეობის ყველა ჯგუფის, მათ შორის კოსოვოელი სერბების ჩათვლით”. კოსოვო, რომელმაც თებერვალში სერბიისაგან ადმოუკიდებლობა გამოაცხადა, ფულს ითხოვდა ინფრასტრუქტურისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში დახმარების სახით.
XS
SM
MD
LG