Accessibility links

logo-print

საქართველო მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს


საქართველო მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას

საქართველო მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას
საქართველოს სეპარატისტული რეგიონების გარშემო რუსეთთან დაძაბულობის განსახილველად. ამ შინაარსის განცხადება დღეს თბილისში გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ ვაშაძემ. დღესვე ნიუ-იორკს მიაშურა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ, რუსეთში საქართველოს ელჩი ეროსი კიწმარიშვილი კი თბილისში ჩაფრინდა. ის მოსკოვიდან საკონსულტაციოდ გაიწვიეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი.
XS
SM
MD
LG