Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა “ძალიან


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა “ძალიან გამაწბილებელი” უწოდა რუსეთის ვეტოს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა “ძალიან გამაწბილებელი” უწოდა რუსეთის ვეტოს
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ზიმბაბვეს წინააღმდეგ. დევიდ მილიბენდი ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოსკოვმა "დიდი 8"-ის ბოლო სამიტზე იაპონიაში პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ზომებს ზიმბაბვეს წინააღმდეგ. მილიბენდმა გააკრიტიკა ჩინეთიც, რომელმაც ასევე გამოიყენა ვეტო ზიმბაბვეს წინააღმდეგ სანქციების დასაბლოკად. რუსეთის საგარეო უწყებამ დღეს გამოუშვა განცხადება, რომელშიც გამოთქვამს შეფასებას, რომ გაეროს სანქციები შექმნიდა სახიფათო პრეცენდენტს: გზას გაუხსნიდა უშიშროების საბჭოს, ამათუიმ პოლიტიკური მოვლენის გამო, სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევისაკენ.
XS
SM
MD
LG