Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ხმელთაშუა


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ხმელთაშუა ზღვისა და ევროკავშირის ქვეყნების სამიტი გახსნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ხმელთაშუა ზღვისა და ევროკავშირის ქვეყნების სამიტი გახსნა
ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისაკენ მოწოდებით. სამიტის მონაწილეემა - 43 ქვეყნის ლიდერებმა - საფუძველი ჩაუყარეს ხმელთაშუა ზღვის კავშირს, იმსჯელეს საკითხებზე, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოება, იმიგრაცია, ეკოლოგია. ახალი კავშირი, რომლის ინიციატივაც საფრანგეთის პრეზიდენტს ეკუთვნის, ითვალისწინებს ევროკავშირის წევრების და ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ქვენყების ერთობლივი ბლოკის შექმნას. საქართველო მასში არ შედის. პრეზიდენტმა სარკოზიმ დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტთან და პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა: [სარკოზის ხმა] “ხმელთაშუა ზღვის კავშირი არის შანსი იმისა, რომ, როგორც ეს გუშინ (შაბათს) გავაკეთეთ სირიასთან და ლიბანთან მოლაპარაკებით, ვილაპარაკოთ ყველაზე კომპლექსურ და რთულ პრობლემებზე, რადგან ხმელთაშუა ზღვის კავშირი ემსახურება მშვიდობას და მშვიდობამ უნდა დაისადგუროს ისრაელსა და პალესტინელებს შორის”.
XS
SM
MD
LG