Accessibility links

logo-print

სასამართლოს პროკურორის ლუის მორენო-ოკამპოს თქმით


სასამართლოს პროკურორის ლუის მორენო-ოკამპოს თქმით,

სასამართლოს პროკურორის ლუის მორენო-ოკამპოს თქმით,
ომარ ალ-ბაშირს ბრალად ედება გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და საომარი დანაშაული. ბაშარი პირველი პოლიტოკოსია, რომელსაც ბრალი წაუყენეს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ყოფნისას. პროკურორის თანახმად, ალ-ბაშირი ხელმძღვანელობდა კამპანიას, რომლის მიზანი იყო სუდანის დასავლეთში მცხოვრები სამი ეთნიკური ჯგუფის განადგურება.
(მორენო-ოკამპოს ხმა)
“გენოციდის დაწყების გადაწყვეტილება პირადად მიიღო ალ- ბაშირმა. 2003 წლის მარტში, ალ-ბაშირმა გადაწყვიტა და ხელი შეუწყო დაწყებულიყო ფურის, მასალიტის და ზაღავას ხალხების განადგურება”.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა იმედი გამოთქვა, რომ სუდანში მყოფი გაეროს თანამშრომლების უსაფრთხოებაუზრუნველყოფილი იქნება, სასამართლოს ამ განცხადების მიუხედავად.
2003 წლის შემდეგ არაბთა შეიარაღებულმა რაზმებმა პროვინცია დარფურში დახოცეს ასეულათასობით და საცხოვრებელი დაატოვებინეს მილიონობით ადამიანს.
სუდანის მთავრობა არ ეთანმხება გადაწყვეტილებას და იმუქრება, რომ პროცესის განვითარება მეტ სისხლისღვარს მოიტანს.
XS
SM
MD
LG