Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანმა უკუაგდო სისხლის სამართლის საერთაშორისო


სუდანმა უკუაგდო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ

სუდანმა უკუაგდო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ
მისი პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდება გენოციდში, ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულში. ორშაბათს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მოითხოვა პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის დაპატიმრების ორდერის გაცემა. ალ-ბაშირმა დღეს განაცხადა, რომ ბრალდებები სიცრუეს წარმოადგენს. "ყველა, ვინც ყოფილა დარფურში, შეხვედრია ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაძლებლობა ჰქონდა დარწმუნებულიყო მის ეთნიკურ და თემურ კუთვნილებაში, ხვდება, რომ ყველა ეს ბრალდება ტყუილია. იგივე ეხება მთავრობას, სასამართლოებსა და ხელისუფლების სხვა სტრუქტურებს. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არ ვცნობთ ამ სასამართლოს. მისი იურისდიქცია არ ვრცელდება სუდანზე", თქვა სუდანის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG