Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმში ეჭვმიტანელი კანადის მოქალაქის, ომარ


ტერორიზმში ეჭვმიტანელი კანადის მოქალაქის, ომარ ხადრის ადვოკატებმა პირველად გამოაქვეყნეს

ტერორიზმში ეჭვმიტანელი კანადის მოქალაქის, ომარ ხადრის ადვოკატებმა პირველად გამოაქვეყნეს
ინტერნეტში ვიდეოფირი, რომელზეც ასახულია გუანტანამოს საპყრობილეში პატიმრის დაკითხვის სცენა. მასზე ნაჩვენებია, როგორ უტარებენ ხადრს კუბაში, გუანტანამოში, ამერიკის სამხედრო ბაზაზე დაკითხვას კანადის ხელისუფლების წარმომადგენლები. ხადრს ბრალად ედება 2002 წელს ავღანეთში ბრძოლის დროს შეერთებული შტატების ჯარისკაცის მოკვლა. ფირზე ნაჩვენებია, როგორ ტირის ხადრი, რომელიც იმ დროს 16 წლის იყო. თავის დამკითხველებს ის ეუბნება, რომ ავღანეთში ამერიკის სამხედრო ციხეში ის აწამეს და თავის ჭრილობებს აჩვენებს მათ.

XS
SM
MD
LG