Accessibility links

logo-print

აშშ-მა გამოაცხადა, რომ მაღალი რანგის


აშშ-მა გამოაცხადა, რომ მაღალი რანგის ამერიკელი

აშშ-მა გამოაცხადა, რომ მაღალი რანგის ამერიკელი
დიპლომატი დაესწრება საერთაშორისო მოლაპარაკებას ირანთან. ეს მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის უმაღლესი რანგისა იქნება ბოლო ოცდაათ წელიწადში. პოლიტიკაში ამ სიახლესთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი დაესწრება მოლაპარაკებას, რომელიც ჟენევაში გაიმართება პარასკევს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის ხავიერ სოლანას ხელმძღვანელობით და რომელსაც, ჩინეთის, რუსეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის წარმოადგენლები დაესწრებიან. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, დანა პერინომ თუმცა ხაზი გაუსვა, რომ აშშ ამ შეხვედრას მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად არ ესწრება. მისივე თქმით, ვაშინგტონს სურს საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება, მაგრამ არ იქნება მოლაპარაკება, სანამ ირანი უარს არ იტყვის ურანის გამდიდრებაზე.
XS
SM
MD
LG