Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის შეფასებები, გერმანული ინიციატივა და კონფლიქტების მოგვარების ახალი სამშვიდობო გეგმა


საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა დღითი დღე იზრდება.

10 ივლისს რუსეთმა აღიარა, რომ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და განაცხადა, რომ ამით თავიდან აიცილა ძალისმიერი გზით ცხინვალის რეგიონში სიტუაციის განვითარება, ”გააგრილა რა თბილისში ცხელი თავები”. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ეს იყო ”სამხედრო აგრესიის აქტი” და ის შეეცდება მიაღწიოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ამ ინციდენტის განხილვას. და, აი, ამავე უწყების ცნობით, შეთანხმება მიღწეულია და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 21 ივლისს შედგება. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მიერ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ფარგლებში მომზადებულია კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა. აშკარაა, რომ გერმანია აქტიურად ჩაერთო კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ამ დღეებში საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერიც ეწვევა. გუშინ უკვე შედგა მისი საუბარი რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან.
რას გულისხმობს ეს სამშვიდობო გეგმა, რამდენად მისაღები შეიძლება იყოს ის კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის, რით განსხვავდება იგი ქართული სამშვიდობო გეგმისაგან, როგორია გერმანიისა და, ზოგადად, დასავლეთის როლი კონფლიქტის მოგვარებაში?.. ამ პრობლემებზე საუბრობენ რადიო ”თავისუფლების” დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან პოლიტოლოგები რამაზ საყვარელიძე და ბაკურ კვაშილავა. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
(იხ. აუდიო ვერსია)
XS
SM
MD
LG