Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თბილისში ვიზიტით დაიწყო დიპლომატიური მისია აფხაზეთის გარშემო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თბილისში ვიზიტით დაიწყო დიპლომატიური მისია აფხაზეთის გარშემო
დაძაბულობის განმუხტვის ხელშესაწყობად. შტაინმაიერმა ქართულ მხარეს წარუდგინა სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიან გეგმას მოიცავს. თბილისში რამდენიმე შეხვედრის, მათ შორის ქართველ კოლეგა ეკა ტყეშელაშვილთან მოლაპარაკების, შემდეგ შტაინმაიერი აჭარას ეწვია. იქ გაიმართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, შემდეგ კი სააკაშვილის და შტაინმაიერის ერთობლივი ბრიფინგი, რომელზეც გერმანელმა მინისტრმა დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დღესვე შტაინმაიერმა თბილისში განაცხადა, რომ გერმანიის მიერ წარმოდგენილი სამეტაპიანი გეგმის მთავარი კომპონენტია პირდაპირი დიალოგის დაწყება. [შტაინმაიერის ხმა] "გერმანია დიდი ხანია ცდილობს, ხელი შეუწყოს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას; ისეთ მოგვარებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე იქნება დამყარებული. როგორც გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება და სწორედ ამ ფუნქციის გათვალისწინებით გვსურს, სხვა მეგობრებთან ერთად, წვლილი შევიტანოთ ვითარების განმუხტვაში." გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პარასკევს სოხუმში გაემგზავრება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად. საქართველოდან კი შტაინმაიერი მოსკოვში გაფრინდება.
XS
SM
MD
LG