Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთი ხელს უშლის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთი ხელს უშლის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას.
ლავროვმა მოსკოვში განაცხადა, რომ დასავლეთმა უარყო რეზოლუციის პროექტი, რომელიც გაეროს უშიშრეობის საბჭოს რუსეთმა შესთავაზა და რომელიც ითვალისწინებს ორივე მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობაზე დოკუმენტის ხელმოწერას. [ლავროვის ხმა] “ეს ძალისხმევა გუშინ დაიბლოკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კატეგორიული უარის გამო, მხარეებისაგან მოეთხოვათ ძალის გამოუყნებელობის შესახებ შეთანხმებაზე დაუყოვნებლივ ხელმოწერა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ამ მოთხოვნის დაკავშირებას ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერასთან, რაც მოცემულ ეტაპზე აბსოლუტურად არარეალურია.” სერგეი ლავროვის ეს განცხადება არის მითითება გერმანიის სამეტაპიან გეგმაზე, რომელზეც ლავროვი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიმდინარე კვირაში მოსკოვში იმსჯელებენ. ამასობაში, ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: [სააკაშვილის ხმა] "დევნილები აფხაზეთში დაბრუნდებიან და ამას უზრუნველვყოფთ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. და არ არის არავის გადასაწყვეტი არც ერთ სხვა დედაქალაქში, მათ შორის არც მოსკოვში ... ვერავინ ვერ აიღებს ასეთ არაადამიანურ და ბარბაროსულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას". სააკაშვილმა ეს განცხადება აჭარაში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრამდე გააკეთა.
XS
SM
MD
LG