Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნელსონ მანდელა - აპართეიდის საწინააღმდეგო


ნელსონ მანდელა - აპართეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის ლეგენდარული ლიდერი,

ნელსონ მანდელა - აპართეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის ლეგენდარული ლიდერი,
და სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი - დღეს ოთხმოცდაათი წლის შესრულდა. მანდელას იუბილეს მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები ულოცავენ. პრეზიდენტის რანგში მისმა წინამორბედმა, ფრედერიკ დე კლერკმა, მას გასული საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა უწოდა. აფრიკის ეროვნულ კონგრესში გამოჩენილი აქტივობის გამო მანდელამ 27 წელი გაატარა ციხეში. 1990 წელს, გათავისუფლების შემდეგ, ის სათავეში ჩაუდგა მოლაპარაკებებს, რომლითაც თეთრკანიანთა უმცირესობის მმართველობის რამდენიმე ათწლეული დასრულდა. მანდელა 1994 წელს პრეზიდენტად აირჩიეს. ამჟამად ნელსონ მანდელა აფრიკაში სიღარიბის, და შიდსის საწინააღმდეგო კამპანიებს უდგას სათავეში.
XS
SM
MD
LG