Accessibility links

logo-print

რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ მსოფლიოს


რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ მსოფლიოს რელიგიებს მოუწოდა,

რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ მსოფლიოს რელიგიებს მოუწოდა,
გაერთიანდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ, და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისთვის იმუშაონ. სიდნეიში, ავსტრალიის ებრაელ და მუსულმან ლიდერთა წინაშე გამოსვლისას, პაპმა თქვა, რომ რელიგიური ხალხის ერთიან პოზიციას შეუძლია ერები უთანხმოებების ძალადობის გარეშე გადაჭრისთვის განაწყოს. ამასთან, პაპმა მიანიშნა, რომ ვატიკანს ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი აქვს, განაცხადა რა, რომ კათოლიკური ეკლესიაა მზადაა სხვა რელიგიებისგან ისწავლოს. გართულებული ურთიერთობების განმუხტვის მიზნით, მარტში ვატიკანი და მუსულმანი ლიდერები მუდმივი ოფიციალური დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ”კათოლიკეთა და მუსულმანთა ფორუმის” სახელით არის ცნობილი. პაპი სიდნეიში მსოფლიო ახალგაზრდობის დღის აღსანიშნავად იმყოფება. ეს ზეიმი 20 ივლისამდე გასტანს.
XS
SM
MD
LG