Accessibility links

ბოსნიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სრებრენიცაში


ბოსნიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სრებრენიცაში სპეციალისტებმა დაასრულეს

ბოსნიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სრებრენიცაში სპეციალისტებმა დაასრულეს
მასობრივი სასაფლაოს დამუშავება. უგზო-უკვლოდ დაკარგულ ხალხთა სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლების თქმით, საფლავში 66 გვამს მიაგნეს. ამასთან, აღმოჩენილია ძვლებით სავსე სამი პარკი, და პირადი ნივთები. ეს 66 ადამიანი იმ 8,000 ბოსნიელ მუსულმან მამაკაცს და ბიჭს შორის იყო, რომელიც ბოსნიის ომის დროს, 1995 წლის ივლისში, სრებრენიცის ანკლავში ბოსნიელმა სერბებმა დახოცეს. ხოცვა-ჟლეტვის 3,200-ზე მეტი მსხვერპლი უკვე ამოცნობილი და დაკრძალულია. გაუკრკვეველი რაოდენობის მსხვერპლთა ნაწილები კი 5,000-ზე მეტ ჩანთაშია გადანაწილებული. ისინი ჯერ კიდევ უნდა ამოიცნონ და დაკრძალონ.
XS
SM
MD
LG