Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას
აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების არარეალურობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს, ეუთოსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში მიღებული ყველა დოკუმენტის გადახედვის მცდელობად აფასებს. საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლავროვის წინადადება ასევე სრულ წინააღმდეგობაშია დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების მოქმედ მანდატთან, რომელიც მშვიდობისდამცველებს ავალდებულებს, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების დაცვისათვის თვალყურის დევნებას, ისე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო და ღირსეული დაბრუნებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის უზრუნველყოფას.
XS
SM
MD
LG