Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების
გერმანულ გეგმას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ დევნილთა დაბრუნების თვალსაზრისით გეგმა ”არარეალისტურია.” [ლავროვის ხმა]:
"ჩვენი აზრით, კონცეპტუალური მიდგომა აბსოლუტურად მართებულია. გეგმა მოიცავს პრობლემის ყველა ასპექტს, მათ შორის ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა დევნილთა დაბრუნება, კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის ამოცანები. მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ გეგმა იწყება სრულიად პრიორიტეტული ამოცანის შესრულებით - იმის უზრუნველყოფით, რომ მხარეებმა ხელი მოაწერონ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მიაღწიონ დეესკალაციას კოდორის ხეობაში." ლავროვი დღეს მოსკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. დღესვე, მოსკოვში გაფრენამდე, შტაინმაიერმა გალში გამართა შეხვედრა აფხაზეთის სეპარატისტ ლიდერებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ გერმანიის მიერ შეთავაზებული გეგმა მათთვის პრინციპულად მიუღებელია. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის თქმით, შტაინმაიერს გეგმისთვის ორი პუნქტის დამატება შესთავაზეს - ზემო კოდორიდან ქართული ძალების გაყვანა, და თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან, ბაღაფში აცხადებს, რომ აფხაზეთის სტატუსის შესახებ საუბარი საერთოდ უადგილოა, ვინაიდან რესპუბლიკა თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს. უკვე მოსკოვში მყოფმა შტაინმაიერმა თქვა, რომ ჩიხში შესულ კონფლიქტში გამოსავალი ერთ დღეში არ ჩნდება - და რომ მისი წინადადებები მიმართულია იქითკენ, რომ ჩიხიდან გამოსავალი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იქნას ნაპოვნი.
XS
SM
MD
LG