Accessibility links

logo-print

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხავიერ


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხავიერ სოლანამ დღეს განაცხადა,

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხავიერ სოლანამ დღეს განაცხადა,
რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერაც ელოდება ირანის პასუხს ინიციატივების პაკეტზე, რომლის მიზანია წაახალისოს ირანი, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. ეს განცხადება სოლანამ გააკეთა ჟენევაში, სადაც ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებზე შეიკრიბნენ ჩინეთის, რუსეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები. ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარმა წარმომადგენელმა საედ ჯალილიმ განაცხადა, რომ თეირანი არ შეაჩერებს ურანის გამდიდრების პროგრამას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დაადასტურა, რომ ჟენევაში სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უილიამ ბერნსის ყოფნა უკვე მიანიშნებს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში ამერიკის პოლიტიკის გარკვეულ ცვლილებაზე. ირანი მიესალმა შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG