Accessibility links

logo-print

ერაყის სუნიტ არაბთა ძირითადი პოლიტიკური


ერაყის სუნიტ არაბთა ძირითადი პოლიტიკური ბლოკი დაბრუნდა შიიტების მიერ მართულ მთავრობაში.

ერაყის სუნიტ არაბთა ძირითადი პოლიტიკური ბლოკი დაბრუნდა შიიტების მიერ მართულ მთავრობაში.
ამ ნაბიჯს ეროვნული შერიგების საქმეში გარდატეხის მნიშვნელობა აქვს. მანამდე პარლამენტმა ბლოკის კანდიდატები დაამტკიცა მინისტრების რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე. როგორც სუნიტური ბლოკის, თანხმობის ფრონტის წარმომადგენელმა, სალიმ ალ-ჯაბურიმ უთხრა რეიტერის სააგენტოს, ეს წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეფორმების გზაზე. ფრონტმა მინისტრთა კაბინეტი შარშან აგვისტოში დატოვა. ის მოითხოვდა მეტ გავლენას უსაფრთხოების პოლიტიკაში და ძირითადად სუნიტი არაბი პატიმრების განთავისუფლებას. გათავისუფლებული თანამდებობების უდიდესი ნაწილი მას მერე შეუვსებელი იყო.

XS
SM
MD
LG