Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხდომა დახურული იყო; მასში მონაწილეობდა


სხდომა დახურული იყო; მასში მონაწილეობდა

სხდომა დახურული იყო; მასში მონაწილეობდა
გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია. როგორც ალასანიამ ჩვენს "რადიოს" სხდომის შემდეგ განუცხადა, უშიშროების საბჭოში დიდი ერთსულოვნება იყო საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით. მისივე თქმით, ასევე ერთსულოვნება იყო რუსეთის აგრესიული აქტის დაგმობისას. ირაკლი ალასანიამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა შედგა ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემების განხილვისთვის. გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანახმად, რუსეთს მოუწოდეს მომავალში თავი შეიკავოს ამგვარი ნაბიჯების გადადგმისგან.

2008 წლის 8 ივლისს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და შემდგომში ამ ფაქტის აღიარებასთან დაკავშირებით, 10 ივლისს ქართულმა მხარემ ოფიციალურად მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს თხოვნით საბჭოს სპეციალური სხდომის მოწვევის შესახებ.
XS
SM
MD
LG