Accessibility links

logo-print

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ


თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ
განაცხადა, რომ მმართველი სამართლიანობისა და კეთილდღეობის პარტიის საქმის საბოლოო მოსმენას 28 ივლისს დაიწყებს. პარტიას ისლამისტურ საქმიანობაში სდებენ ბრალს და მის დახურვას მოითხოვენ. 11 მოსამართლე დახურულ კარს მიღმა ითათბირებს, რათა გამოიტანოს განაჩენი. ბრალდების მხარე ასევე მოითხოვს პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანისა და პრეზიდენტ აბდულა გიულის დასჯას. სასამართლოს განაჩენი შეიძლება იმავე დღეს ან უახლოეს დღეებში გამოაცხადონ.

XS
SM
MD
LG