Accessibility links

სერბიის სამხედრო ტრიბუნალის პროკურორის, ვლადიმირ


სერბიის სამხედრო ტრიბუნალის პროკურორის, ვლადიმირ ვუკჩევჩის თქმით,

სერბიის სამხედრო ტრიბუნალის პროკურორის, ვლადიმირ ვუკჩევჩის თქმით,
სასამართლომ განკაგრულება გასცა, ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, რადოვან კარაჯიჩი გადაყვანილ იქნეს გაეროს სამხედრო ტრიბუნალში ჰააგაში. მას არ დაუზუსტებია, როდის მოხდება კარაჯიჩის გადაყვანა. კარაჯიჩი ორშაბათს საღამოს დააპატიმრეს ბელგრადის მახლობლად. მას 13 წლის განმავლობაში ეძებდნენ. ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე ვუკჩევიჩმა განაცხადა, რომ დაპატიმრებასთან კავშირი არ ჰქონიათ უცხო ქვეყნების უშიშროების სამსახურებს. სერბიის ხულისუფლების წარმომადგენელთა თქმით, კარაჯიჩი სამედიცინო კლინიკაში მუშაობდა შეცვლილი ვინაობით. ჟურნალისტებს აჩვენეს ფოტოსურათი, რომელზეც აღმეჭდილია გამხდარი კარაჯიჩი გრძელი თეთრი წვერით და გრძელი თმით.

XS
SM
MD
LG