Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირისა და ნატოს წარმომადგენლებმა


ევროპის კავშირისა და ნატოს წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს

ევროპის კავშირისა და ნატოს წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს
რადოვან კარაჯიჩის დაპატიმრებას. ევროპის კომისიის თავმჯდომარემ ჯოზე მანუელ ბაროზუმ და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხავიერ სოლანამ განაცხადეს, რომ დაპატიმრებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისკენ სერბიის სწრაფვისთვის. სოლანა გამოვიდა ასევე მოწოდებით, რომ უფრო მეტი გაკეთდეს კარაჯიჩის თანამოაზრის, გენერალ რატკო მლადიჩის დაპატიმრებისთვის. მლადიჩსაც გენოციდში, ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულში ედება ბრალი. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა შეაქო სერბიის მთავრობა კარაჯიჩის დაპატიმრებისთვის და მოუწოდა მას, სწრაფად გაგზავნოს პატიმარი ჰააგის ტრიბუნალში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც შეიცავს მოწოდებას, კარაჯიჩის სასამართლო მიუკერძოებლად ჩატარდეს.


XS
SM
MD
LG