Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის ხელმძღვანელის


შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის ხელმძღვანელის,

შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის ხელმძღვანელის,
გენერალ-ლეიტენანტ ჰენრი ობერინგის თქმით, სავარაუდოა, რომ ირანს უნარი შესწევს, ევროპის უდიდეს ნაწილზე განახორციელოს იერიში ბალისტიკური რაკეტებით. მან სააგენტო დპა-ს განუცხადა, რომ დღეისთვის ირანს ევროპის უდიდესი ნაწილის მიწვდომა შეუძლია, ოღონდ ჯერ მას ეს არ უჩვენებია. ობერინგი ხელმძღვანელობს პენტაგონის ანტისარაკეტო თავდაცვის სამსახურს. ეს უწყება აგებს ანტისარაკეტო ფარს, რომლის განთავსება შეერთებულ შტატებს პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სურს. რუსეთი წინ აღუდგება ამ ნაბიჯს და დაიმუქრა, რომ რაკეტებს დაუმიზნებს ობიექტებს ჩეხეთსა და პოლონეთში.
XS
SM
MD
LG