Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საერთაშორისო გამოკვლევის შედეგების თანახმად


ახალი საერთაშორისო გამოკვლევის შედეგების თანახმად, მოსკოვი უცხოელებისთვის

ახალი საერთაშორისო გამოკვლევის შედეგების თანახმად, მოსკოვი უცხოელებისთვის
ყველაზე ძვირ ქალაქად რჩება მსოფლიოში. შეერთებულ შტატებში განთავსებული კვლევითი კომპანია ”მერსერის” თანახმად, რუსეთის დედაქალაქი ტოკიოს, ლონდონს, ოსლოსა და სეულს უსწრებს. შეერთებულ შტატებში ყველაზე ძვირი ქალაქი ნიუ იორკია - მსოფლიოს ქალაქების სიაში ის 22-ე ადგილს იკავებს. კომპანიის მტკიცებით, დოლარის ფასის ვარდნამ შეერთებული შტატების ქალაქებში ცხოვრება გლობალურ კონტექსტში, შედარებით გააიაფა. მსოფლიოს დიდ ქალაქებს შორის უცხოელებისთვის საცხოვრებლად ყველაზე იაფი პარაგვაის დედაქალაქი, ასუნსიონი აღმოჩნდა. კვლევის პროცესში სულ 143 ქალაქი შეისწავლეს, 200-ზე მეტი პუნქტის გათვალისწინებით - მათ შორის იყო ბინის ქირა, საკვების ფასები, ტრანსპორტის საფასური და გასართობი ცენტრების ფასები.
XS
SM
MD
LG