Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს უმდიდრეს ხალხთა სიაში მყოფმა


მსოფლიოს უმდიდრეს ხალხთა სიაში მყოფმა პირებმა -

მსოფლიოს უმდიდრეს ხალხთა სიაში მყოფმა პირებმა -
ნიუ-იორკის მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა, და კომპანია ”მაიკროსოფტის” თანადამაარსებელმა, ბილ გეიტსმა - ერთიანი ძალებით დაიწყეს განვითარებად მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლა. ოთხშაბათს მათ განაცხადეს, რომ თამბაქოს გლობალურ ეპიდემიასთან ბრძოლას 375 მილიონი ამერიკული დოლარით დააფინანსებენ. თანხა დაიხარჯება თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ მთავრობებთან შეთანხმებით მოქმედი ორგანიზაციების დაფინანსებაზე, და საზოგადოებებში მოწევის იმიჯის შეცვლაზე. ბლუმბერგის და გეიტსის მიერ წამოწყებული კამპანიის ინფორმაციით, 2030 წლამდე თამბაქოსთან დაკავშირებულ სიკვდილის შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტი ღარიბ, და საშუალოდ მდიდარ ქვეყნებზე მოვა.
XS
SM
MD
LG