Accessibility links

logo-print

საინტერნეტო გამოცემა ”სივილ ჯორჯიას” ცნობით


საინტერნეტო გამოცემა ”სივილ ჯორჯიას” ცნობით, ცხინვალმა უარყო ეუთოს მორიგე თავმჯდომარის წინადადება

საინტერნეტო გამოცემა ”სივილ ჯორჯიას” ცნობით, ცხინვალმა უარყო ეუთოს მორიგე თავმჯდომარის წინადადება
ჰელსინკიში ქართულ-ოსური შეხვედრის ორგანიზების თაობაზე იმ მოტივით, რომ ერთგულია შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატისა. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვითი სიტყვისა და ინფორმაციის კომიტეტის თანახმად, კომისიის თანათავმჯდომარეს ბორის ჩოჩიევს ეს წინადადება ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე გააცნო საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ტერი ჰაკალამ. წინადადება მოიცავდა ბორის ჩოჩიევისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მონაწილეობას ჰელსინკის მოლაპარაკებებში. ჩოჩიევმა წინადადება უარყო და განაცხადა, რომ მოლაპარაკებათა პროცესის ფორმატი უკვე განსაზღვრულია დაგომისის 1992 წლის შეთანხმებით.
XS
SM
MD
LG