Accessibility links

logo-print

ლიბიის პრეზიდენტ მოამარ გადაფის უფროსი


ლიბიის პრეზიდენტ მოამარ გადაფის უფროსი ვაჟიშვილის,

ლიბიის პრეზიდენტ მოამარ გადაფის უფროსი ვაჟიშვილის,
სეიფ ალ-ისლამ გადაფის განცხადებით, იტალია მილიარდებს გადაუხდის ლიბიას 30-წლიანი კოლონიური მმართველობის საკომპენსაციოდ. ლიბიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო "იანას" ცნობით, გადაფიმ გუშინ აუწყა მთავრობას, რომ ხელს მალე მოაწერენ შესაბამის დოკუმენტს. გუშინვე იტალიის პერმიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ 31 აგვისტოს იტალია ლიბიასთან გააფორმებს, ბერლუსკონის თქმით, მეგობრობის შესახებ ხელშეკრულებას. ლიბიაში იტალიის მმართველობა 1911- 1943 წლებში გრძელდებოდა.
XS
SM
MD
LG